Thursday, 10 May 2012
მდებარეობა
ფშავი მდებარეობს დუშეთის რაიონში ფშავის არაგვის ხეობაში, ჩრდილოეთ განედის 4215'-4230' და აღმოსავლეთის გრძედის 6225'-6250' შორის. მისი ფართობი დაახლოებით 550კვ. კმ-ია. ფშავს ესაზღვრება: ჩრდილო-აღმოსავლეთით - კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც მას ჰყოფს თუშეთისა და პირაქეთა ხევსურეთისაგან, დასავლეთით - პირაქეთა ხევსურეთი, გუდამაყარი, ხანდოდა ჭართალი, სამხრეთით - შიდა ქართლი, აღმოსავლეთით - ერწო-თიანეთი. ფშავი ორად იყოფა: ფშავის არაგვის სათავიდან ორწყლამდე უკანა ფშავის თემია, ხოლო ორწყალს ქვემოთ, ფშავის არაგვის ქვემო წელში, მაღაროსკარის თემი. გეოგრაფიულად ფშავი მდებარეობს ქართლ-კახეთის საზღვარზე და წარმოადგენს ამ ორი კუთხის მთიანეთს, მაგრამ ტერიტორიულ-ადმინისტრაციულად ფშავი წინათ კახეთის პროვინციაში შედიოდა, ხოლო თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ფშავის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში. სამხრეთი საზღვარი იწყება შარახევიდან და ორწყალ ფშავის ხევით (შუაფხო-უკანაფშავი) მიემართება აღმოსავლეთით და ეკვრის კავკასიონის მთავარ ქედს. ფშავის ზედაპირი სამხრეთით დაგეზებულია. იგი თუშეთ-ხევსურეთისაგან შედარებით უფრო დაბალია. მისი ჰიპსომეტრული სიმაღლე 1000-3000 მ-ია, ამიტომ ფშავის მიდამოს არ ამშვენებენ თეთრწვერად შევერცხლილი მყინვარწვერები, თუმცა მისი ბუნება უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ხევსურეთისა და თუშეთისა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment